|
2021-06-26 14:24:00, 536 ნახვა
საზოგადოება
ბრიტანული ხომალდი HMS DEFENDER საქართველოშია
ბათუმის პორტში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდი "HMS DEFENDER" შემოვიდა. ხომალდის მეთაურს, II რანგის კაპიტან ვინს ოუენს და ეკიპაჟის წევრებს ბათუმის პორტში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - თორნიკე რიჟვაძე და საქართველოში ბრიტანეთის ელჩი - მარკ კლეიტონი დახვდნენ. საპორტო ვიზიტი მიზნად ისახავს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის დემონსტრირებას. ხომალდის ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის საზღვაო დანაყოფების წარმომადგენლები, გამოცდილების გაზიარების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრებს გამართავენ. შავ ზღვაში ბრიტანული ხომალდ HMS DEFENDER-ისა და საქართველოს სანაპირო დაცვის კატარღების მონაწილეობით ერთობლივი საზღვაო წვრთნები გაიმართება, რაც ხელს შეუწყობს ეკიპაჟებს შორის ურთიერთქმედების გაუმჯობესებას და სანაპირო დაცვის შესაძლებლობების განვითარებას. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ფლოტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საჰაერო თავდაცვის გამანადგურებელი HMS DEFENDER (D36) საქართველოს პირველად სტუმრობს. DARING კლასის გამანადგურებელი თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო და ხომალდსაწინააღმდეგო სისტემებითაა აღჭურვილი.
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)