|
2021-06-25 23:19:47, 616 ნახვა
კომენტარი
ანდრია ბასილაია: თბილისში უკვე ოთხი მუზეუმი რეაბილიტირდა
2018-2021 წლებში თბილისში ოთხი მუზეუმი რეაბილიტირდა. კერძოდ, ნიკოლოზ ბარათაშვილის, გალაკტიონის, კოტე და სოსო წერეთლების სახლ-მუზეუმები და ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი. მუზეუმების განახლების მიზნით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციაზე თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ ისაუბრა. მისი თქმით, უახლოეს მომავალში გაიხსნება ილია ჭავჭავაძის ახლადრეაბილიტირებული მუზეუმი. როგორც ანდრია ბასილაიამ აღნიშნა, გამოსყიდულია მერაბ-კოსტავას სახლ-მუზეუმის შენობა. „ჩვენი ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის ნაწილი, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში იყო კერძო საკუთრებაში და შარშან დეკემბერში დავასრულეთ გამოსყიდვის პროცესი. ახლა მიმდინარეობს პროექტირება და მომავალ წელს, მერაბ კოსტავას ექნება ისეთი მუზეუმი, როგორსაც ის იმსახურებს“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ. მისივე თქმით, დაწყებულია ჩუბინაშვილის ქუჩაზე მდებარე, ილია ჭავჭავაძის მეორე, ე.წ. „პატარა“ სახლ-მუზეუმის კვლევა-პროექტირება, რათა მომავალში მისი რეაბილიტაციაც განხორციელდეს. „გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისის მუზეუმების გაერთიანება დაუბრუნდა სამუზეუმო საქმეს და ატარებს სხვადასხვა ვორქშოფს, რომელშიც ბევრი ახალგაზრდა ერთვება. გარდა ამისა, გამოსცა არაერთი საერთაშორისო გამოცემა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.
აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ შიო III-ს პატრიარქად არჩევას, ისტორიული მოვლენაა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევაა
CNN: ტრამპი იმედგაცრუებულია ირანთან მოლაპარაკებებით და ომის განახლებისთვის ემზადება
ტრამპის შვილი X-ზე ტრამპ თაუერ თბილისის რენდერის ფოტოს აქვეყნებს
სვეტიცხოველში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)