|
2021-06-24 01:19:34, 3946 ნახვა
სხვადასხვა
მიმოქცევაში ჩაეშვა ბრიტანული 50 ფუნტის ახალი დიზაინი, რომელზეც ალან ტიურინგია გამოსახული
მიმოქცევაში ჩაეშვა ბრიტანული 50 ფუნტის ახალი დიზაინი, რომელზეც ალან ტიურინგია გამოსახული. მეოცე საუკუნის უდიდესი მათემატიკური ტვინი, ხელოვნური ინტელექტის მამად წოდებული, კრიპტოლოგი, მათემატიკოსი ალან ტიურინგი ინგლისში, 1912 წლის 23 ივნისს დაიბადა. ის ბავშვობიდან ამჟღავნებდა მათემატიკურ ნიჭს, 16 წლის ალანმა შეისწავლა ალბერტ აინშტაინის ნაშრომი, რომელიც იმჟამად დაუზუსტებელი იყო, ალანმა იგი დაამუშავა და დააზუსტა. 1939 წელს, მეორე მსოფლიო ომის, ბლეტჩლის პარკში მდებარე ანალიტიკოსთა ცენტრში ალან ტიურინგი შიფრატორად მუშაობდა, მან მთავრობისგან მიიღო დავალება გაეშიფრა გერმანული სამხედრო შიფრი ენიგმა, ამისთვის ალანმა შექმნა მანქანა(კომპიუტერი), რომელსაც გააჩნდა ხელოვნური ინტელექტი, მანქანამ შეძლო ენიგმას გატეხვა, რამაც საბოლოოდ გადაწყვიტა ომის შედეგები. ისტორიკოსთა შეფასებით ტიურინგის ამ მიღწევამ მეორე მსოფლიო ომის ხანგრძლივობა 2 წლით შეამცირა და დაალოებით14 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. 1952 წელს ტიურინგიმ გამოძიებასთან აღიარა, რომ ის ჰომოსექსუალი იყო. იმ დროის ინგლისში ჰომოსექსუალიზმი უკანონობა იყო და სიკვდილით ისჯებოდა. პოლიციამ იგი არჩევანის წინაშე დააყენა ან ჰორმონალური მკურნალობა ან დაპატიმრება. 41 წლის ტიურინგი ერთი წლის განმავლობაში გადიოდა ჰორმონალურ მკურნალობას, რამაც ის სრულ იმპოტენციასა და გინეკომასტიამდე(მკერდის გაზრდა) მიიყვანა. ერთი წლის შემდგომ 1954 წელს დიდმა მათემატიკოსმა თავი ციანიდით მოიკლა. 1966 წელს ინგლისში დაარსდა ტიურინგის სახელობის ფონდი, რომელიც ყოველწლიურად გასცემს ჯილდოს ტექნიკის სფეროში შეტანილი წვილილისათვის 2013 წელს ინგლისის დედოფალმა ელიზაბეთ მეორემ ალან ტიურინგის გამო საყოველთაო ბოდიში მოიხადა და ოფიციალურად აღიარა მისი მიღწევები.
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)