|
2021-06-22 15:11:03, 639 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავა - ჩვენი მიზანია საინვესტიციო გარემო კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ
ჩვენი მიზანია საინვესტიციო გარემო, 2019 წელთან შედარებით, კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ - საკუთარ მიღწევებს თავადვე ვუყენებთ ახალ გამოწვევებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ერთ-ერთ უმსხვილეს ბიზნესმედია ჰოლდინგთან fDi intelligence-თან საუბრისას განაცხადა. მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა და ცნობილმა ბიზნესმედია ჰოლდინგმა, Financial Times-ის ჯგუფის წევრმა, fDi Intelligence-მა საქართველოს შესახებ სპეციალური გამოცემა მოამზადა, რომელშიც ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი და სამომავლო გეგმებია ასახული. გამოცემა საქართველოს მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს ეხმაურება და მოიცავს როგორც მაღალი პოტენციალის მქონე სექტორების მიმოხილვას, ასევე ინტერვიუებს არსებულ ინვესტორებსა და ეკონომიკური მიმართულების წარმომადგენლებთან. როგორც გამოცემასთან საუბრისას ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ქვეყნის ეკონომიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყოველთვის დიდ როლს თამაშობდა. „ჩვენთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სახსრების შემოდინების ბუნებრივი წყაროა და, ასევე, ტექნოლოგიის, ცოდნისა და კორპორატიული კულტურის გაზიარების შესაძლებლობა. კარგად გვესმის, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კოვიდ-19-ის ეპოქაში გასაზრდელად, კიდევ უფრო აგრესიულები უნდა ვიყოთ ინვესტორების მოსაზიდად, რადგან კონკურენცია ქვეყნებს შორის, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, უფრო მკვეთრი გახდა",- აღნიშნა ნათია თურნავამ. მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს ევროკავშირთან სამომავლო ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხის ეგზისტენციალური არჩევანია. „150-ზე მეტი კანონი და კანონქვემდებარე აქტი უკვე დავაახლოვეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთან. განსაკუთრებული აქცენტი გვაქვს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, რაც წევრობის წინაპირობაა. ევროკავშირი უკვე არის საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორი, ჩვენს ექსპორტში 22–23%-იანი წილით, და კომპანიების რიცხვი, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო საწარმოების რაოდენობა, რომლებსაც ევროპაში გააქვთ პროდუქცია, ყოველწლიურად იზრდება. ასევე ერთგულები ვართ დაკავშირებულობის (connectivity) პროგრამისა, რომლის ფარგლებშიც ვავითარებთ ყველა სახის ინფრასტრუქტურას, რომელიც საქართველოს ევროკავშირის ბაზრებთან აახლოებს. მაგალითად, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ჩვენ ვატარებთ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას შავი ზღვის ქვეშ მაღალი ძაბვის დენის კაბელის გაყვანასთან დაკავშირებით, რათა მოხდეს მწვანე ენერგიის გაცვლა საქართველოსა და ევროკავშირს შორის", - განაცხადა ნათია თურნავამ. აღსანიშნავია, რომ fDi Intelligence Magazine-ს 15,500-მდე გამომწერი ჰყავს, საიდანაც თითქმის 85% მულტინაციონალური კომპანიების მაღალი დონის მენეჯერები არიან. ამასთან, fDi Intellegence Magazine ვებგვერდს 36,000 რეგისტრირებული გამომწერი ჰყავს, საიდანაც დაახლოებით 54% მაღალი დონის მენეჯერები ან საინვესტიციო კონსულტანტები არიან.
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკი ქმნის ინკლუზიურ საბანკო მომსახურებას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)