|
2021-06-22 13:30:58, 505 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე მიქაბაძე - მდგრადი განვითარების 2021 წლის ანგარიშით, საქართველომ მდგრადი განვითარების 12 მიზნიდან 10 მიმართულებით მაჩვენებელი გააუმჯობესა
კემბრიჯის უნივერსიტეტმა მდგრადი განვითარების 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების კუთხით შეფასებულია 165 ქვეყანა. მსოფლიო რეიტინგში საქართველომ მდგომარეობა ორი ადგილით გაიუმჯობესა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ეს პროცესი ბოლო წლების განმავლობაში არის პოზიტიური და შეუქცევადი. გაუმჯობესდა საქართველოს შეფასების მაჩვენებელი, რომელიც 100%-იან შკალაზე 72.2 %-ს შეადგენს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, მართლმსაჯულების რეიტინგში საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია. „საერთო ჯამში საქართველომ გააუმჯობესა მაჩვენებელი მდგრადი განვითარების 12 მიზნიდან 10 მიმართულებით. აღსანიშნავია მკვეთრი გაუმჯობესება „ხარისხიანი განათლების" და „ხელმისაწვდომი და მდგრადი ენერგიის" მიმართულებით. მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა ასევე მდგრადი განვითარების ისეთ მიზნებში, როგორიცაა „ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა", „გენდერული თანასწორობა", „სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები" და სხვა. უნდა აღინიშნოს, რომ მდგრადი განვითარების 38 ინდიკატორში საქართველომ უკვე შეასრულა მდგრადი განვითარების მიზნები," - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ. მისი თქმით, საქართველოს წარმატება განაპირობა იმან, რომ ქვეყანაში მიმდინარე შეუქცევადი ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმები სწორედ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას ემსახურება. მიღწევის მიმართულებით მიმდინარეობს. „მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა და რეფორმების მიმდინარეობა აღიარებულია საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების და მსოფლიო სარეიტინგო სააგენტოების მიერ. კემბრიჯის მდგრადი განვითარების რეიტინგში საქართველოს დაწინაურებაც ამის ნათელი მაგალითია“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკი ქმნის ინკლუზიურ საბანკო მომსახურებას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)