12:59 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-21 12:23:05, 366 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით Global Impact FinTech სამიტი გაიმართება

„საქართველოს ბანკი“ ფინტექ ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას აგრძელებს. ბანკის, StartUp Grind-ისა და საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლობის ფარგლებში, 24 ივნისს 10 საათზე Global Impact FinTech (GIFT) სამიტი გაიმართება.   

ღონისძიება GIFT-ის,  Fintech-ის მიმართულებით მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ფორუმის აღმოსავლეთ ევროპაში შემოსვლას ეძღვნება. შეხვედრა ონლაინ რეჟიმში, Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით ჩატარდება. მას 20 სხვადასხვა ქვეყნიდან 30-მდე საერთაშორისო დონის სპიკერი გაუძღვება.

სამიტზე ისეთი თემები იქნება განხილული, როგორიცაა:  ღია და ინკლუზიური ფინანსები, გლობალური ფინტექ ეკოსისტემები და პოლიტიკის ჩარჩოები, ქალი ლიდერები ფინტექში და სხვა. წარმოდგენილ ორგანიზაციებს შორის კი იქნებიან: Citi, Standard Chartered Bank (SCB), DBS Bank, ჰონგ-კონგის, სინგაპურის, პორტუგალიისა და სხვა ქვეყნების ფინტექ ასოციაციები. ასევე, ცენტრალური ბანკები, და გაეროს, მსოფლიო ბანკის ჯგუფისა და აზიის განვითარების ბანკის  სააგენტოების წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე დასასწრებად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3iRCrJG

„ფინტექი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ფინტექის ეკოსისტემის სხვადასხვა მოთამაშეებმა, იქნება ეს ბანკები, მსხვილი ტექნოლოგიური და აკადემიური წრეები თუ სხვა,  მჭიდროდ ითანამშრომლონ. გლობალური პლატფორმის შექმნაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება და სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება. GIFT-ის სამიტი დამსწრეებს შესაძლებლობას მისცემს მსოფლიოს წამყვანი სპიკერებისგან მოისმინონ კიდევ უფრო სიღრმისეული და კომპლექსური ანალიზი აღნიშნულ სფეროსთან დაკავშირებით“, - აცხადებს ჯილ ებანოიძე, Global Impact FinTech-ის მმართველი დირექტორი.

ცნობისთვის, Global Impact FinTech (GIFT) Fintech-ის მიმართულებით მსოფლიოში ყველაზე მსხვილი, მრავალფეროვანი და ინკლუზიური ფორუმია, რომელიც ეკოსისტემის ლიდერებს 60 ქვეყნიდან აერთიანებს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics