14:05 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-17 12:15:51, 746 ნახვა

საზოგადოება
ავჭალა 2-ში, ვაჟა-ფშაველასა და ჭავჭავაძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის რაიონის  გამგეობის მიერ, ავჭალა 2-ში, ილია ჭავჭავაძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე გზის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ ქუჩებზე აქამდე ასფალტის საფარი არ არსებობდა. სამუშაოების შედეგად, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი მოეწყობა. დაახლოებით, 5 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე კი, ასფალტის საფარი დაიგება.

რაც შეეხება ვაჟა-ფშაველას ქუჩას, ასფალტის საფარი, დაახლოებით, 1 623 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა. ორივე ქუჩის პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან ჯამში, 613 502 ლარი დაიხარჯება. სამუშაოები განსხვავებული ტექნოლოგიებით ხორციელდება, მიმდინარეობს საავტომობილო გზის საფუძვლის გაძლიერება რეციკლირების ტექნოლოგიით, რის შემდეგაც მოეწყობა ასფალტის საფარი.

მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics