|
2021-06-14 10:32:09, 910 ნახვა
საზოგადოება
იდეების კონკურსის GreenOvation საფინალო ეტაპი ონლაინ კონფერენციის ფორმატით გაიმართება
იდეების კონკურსის GreenOvation საფინალო ეტაპი ონლაინ კონფერენციის ფორმატით გაიმართება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით, დარბაზში მხოლოდ ჟიურის წევრები შეიკრიბებიან, ხოლო კონკურსის 6 ფინალისტი საკუთარ პროექტს ონლაინ ფორმატში წარადგენს და ჟიურის შეკითხვებს უპასუხებს. უწყების ინფორმაციით, ონლაინ კონფერენციის დასრულებისთანავე, კონკურსის ჟიური სამ გამარჯვებულს გამოავლენს. „კონკურსის შედეგები ფინალისტებს 15 ივნისს ეცნობებათ. თითოეულ გამარჯვებულს, წარდგენილი პროექტის განსახორციელებლად, 10 000 ევრომდე გრანტი გადაეცემა. GreenOvation რეგიონალური კონკურსია, შესაბამისად, საფინალო ღონისძიება გაიმართება: საქართველოში (14 ივნისი, დასაწყისი 15:00 სთ), აზერბაიჯანში (14 ივნისი, დასაწყისი 10:00 სთ), სომხეთში (23 ივნისი, დასაწყისი 11:00 სთ). კონკურსის პირდაპირი ეთერი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: GreenOvation Pitch და ასევე, GreenOvation-ის facebook-ის გვერდზე. იდეების კონკურსი GreenOvation გარემოსდაცვითი პროგრამის „ბუნებრივი რესურსების მართვა და ეკოსისტემური მომსახურებებით უზრუნველყოფა სოფლად მდგრადი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში" (ECOserve) ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია RECC (კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი) მხარდაჭერით ტარდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)