|
2021-06-13 15:34:26, 1095 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ცნობით, ამ დროისთვის ნინოწმინდის პანსიონში 23 ბავშვი იმყოფება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ ბარკალაიას ცნობით, ნინოწმინდის პანსიონში ამ დროისთვის 23 ბავშვი იმყოფება. საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ მან მედიასთან განაცხადა, რომ ხსენებული ბავშვები სოციალური მუშაკების ყურადღების ქვეშ იმყოფებიან. „ჩვენ ვმუშაობთ ოჯახების მოძიებასა და გაძლიერებაზე, რათა პირველ რიგში მოხდეს ოჯახებში ინტეგრაცია და ეს პროცესი გრძელდება. ამ ეტაპზე 23 ბავშვია ნინოწმინდაში, დიდი უმრავლესობა გაყვანილია ოჯახებში, მაგრამ ასევე არიან ალტერნატიული ზრუნვის სერვისებშიც. ეს არ უნდა გაგრძელდეს ხანგრძლივად, კანონმდებლობით 2022 წლის პირველი აპრილიდან ძალაში შედის ლიცენზირების შესახებ კანონის ის პუნქტები, რომელიც დიდი ზომის ინსტიტუციების დახურვას მოიაზრებს და ალტერნატიული ზრუნვის სერვისების მიწოდებას გულისხმობს“, - აცხადებს თამარ ბარკალაია. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2022 წლის 1-ელი აპრილიდან კანონმდებლობა შედის ძალაში, რომლის თანახმად, ნინოწმინდის ბავშთა პანსიონი შესაძლოა, დაიხუროს და მოხდეს მისი ჩანაცვლება მცირე საოჯახო ტიპის სერვისის სახით. შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოში კარლ ჰარცელისა და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)