|
2021-06-10 14:56:53, 1063 ნახვა
საზოგადოება
რატი ბრეგაძემ და ანრი ოხანაშვილმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე იმსჯელეს
იუსტიციის სამინისტროსა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. მხარეებს შორის პარტნიორობა კანონშემოქმედებითი მიმართულებით კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. იუსტიციის სამინისტრო საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს პერიოდში მოსახლეობის საჭიროებაზე მორგებულ არაერთ ინიციატივას წარადგენს. რატი ბრეგაძემ პარლამენტში პირველი სამუშაო შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან გამართა. მხარეებმა ერთობლივი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები: თორნიკე ჭეიშვილი, ბექა ძამაშვილი, აკაკი საღირაშვილი და ბუბა ლომუაშვილი დაესწრნენ. მხარეებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებითაც იმსჯელეს. მათ შორის საუბარი შეეხო ცვლილებებს, რომლებიც „ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა კოდექსს", „სისხლის სამართლის კოდექსს" და „მეწარმეთა შესახებ" კანონებს უკავშირდება. ანრი ოხანაშვილმა იუსტიციის მინისტრს ყველა მის მნიშვნელოვან ინიციატივასა და დაგეგმილ რეფორმაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)