|
2021-06-10 14:03:57, 674 ნახვა
საზოგადოება
ქართველი ახალგაზრდები იტალიაში სამთვიან უფასო სასწავლო კურსს გაივლიან
ქართველი ახალგაზრდები ირინა ცაგარეიშვილი და ცოტნე ყალიჩავა იტალიაში გაემგზავრებიან და სამთვიან უფასო სასწავლო კურსს SPICI-ის FabriTech განყოფილებასა და ინტერნაციონალიზაციის დეპარტამენტში გაივლიან. აღნიშნული პროექტი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციას COTEC – ს შორის გაფორმებული სამოქმედო შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება. კონკურსის გამარჯვებულები დღეს ტექნოპარკში გამართულ ღონისძიებაზე გამოვლინდნენ. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, თბილისში იტალიის საელჩოსა და იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციის (COTEC) ორგანიზებით, ტექნოპარკში Italian Innovation and Research Day ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. ღონისძიება ყოველწლიურია და ეძღვნება ლეონარდო და ვინჩის ხსოვნას. შეხვედრის მონაწილეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა სახის პრეზენტაციები, ასევე გაიმართა დისკუსია იმ პროგრამების, პროექტებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც იტალია ქართველ სტარტაპებს სთავაზობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)