|
2021-06-10 13:27:05, 644 ნახვა
საზოგადოება
მეუფე იაკობი სააკაშვილზე - რომ გარბიხარ და იქედან მელაპარაკები, ლენინი ხარ ფინეთში?!
რომ გარბიხარ და იქედან მელაპარაკები, ლენინი ხარ ფინეთში?! - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, საზოგადოება ბელადომანიას უნდა მოეშვას. „მიშა რომ ჩემზე რაღაცას ამბობს, თან ქვეყანაში პირველკაცობა რომ გინდა და მობრუნება, იქედან რომ გვეუხეშები, კარგად გაიხსენოს მაგან, პრეზიდენტი რომ იყო, თუ მიბედავდა რამეს აქ. იქ დამალული რომ არის ახლა, ჩამოვიდეს და შემხვდეს. მერე გადაიღეთ ჩვენი შეხვედრა, ბოდიშებს მომიხდის თუ არა. გაქცეული როცა ხარ, რა ვქნა?! ბოლო-ბოლო ბელადომანიას უნდა მოეშვათ! ბიძინა ხომ წავიდა, ეგეც წავიდეს და თავი გაანებოს, მერე მელიაც სხვანაირად მოიქცევა და ხალხიც სხვანაირად დაგიჭერთ მხარს. ჯერ არ მოსულხართ, მოსვლა გინდათ და ტვინი ხომ უნდა გქონდეთ თავში? 2012-ის არჩევნები გაიხსენონ, 2013-ის და მიხვდებიან, რატომ წააგეს. დამიპირისპირდნენ კარგად და რასაც მიიღებენ თვითონ ნახავენ. თუ ასე უნდათ სულ მაჩანჩალები იყვნენ, იყვნენ ბატონო! თუ უნდათ საქართველოსთვის კარგი აკეთონ, წესიერად მოიქცნენ. თანამდებობაზე რომ დაენიშნათ, მოქალაქეობა გასცა. მე ჩემი ქვეყნისთვის თავსაც ვდებდი ხოლმე და სისხლიც დამიღვრია მრავალი ლიტრა. მაგენი კიდევ უცხოეთში გარბიან. მელია ხომ დაიჭირეს? - ვაჟკაცურად მოიქცა - დარჩა. რომ გარბიხარ და იქედან მელაპარაკები, ლენინი ხარ ფინეთში?!“- განაცხადა მეუფე იაკობმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)