|
2021-06-10 13:12:51, 1363 ნახვა
საზოგადოება
მეუფე იაკობი - ფხიზელი გეუბნებით, გიორგი გახარია ეკლესიის საქმეში პირდაპირ ერეოდა
ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პირდაპირ ერეოდა ეკლესიის საქმეში. როგორც მეუფემ აღნიშნა, გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტი არ არის. „მე უკვე ვთქვი ერთხელ, რომ ბატონი გახარია, ბატონი ბიძინა ივანიშვილის პროექტი არაა. ძალიან ზედმეტ პატივად მიმაჩნია, ბატონ გახარიაზე ბევრი ვილაპარაკო, თქვენ იცით ჩემი წარმოდგენა. მე ის მიკვირს უბრალოდ, რომ ეკლესიას ისე ექცეოდა, როგორ უნდა მობრუნდეს. ადამიანი, რომელიც პრემიერი, თუ შს მინისტრი იყო, ეკლესიის საქმეში პირდაპირ ერეოდა. მე მასზე არაფერი ტყუილი არ მაქვს ნათქვამი. რაც ვთქვი იმას ვადასტურებ, ხო იძახდით ნასვამმა თქვა, ახლა ნასვამი ვარ?! ფხიზელი გეუბნებით. ვინც ეკლესიის საქმეებში გარედან ერევა... უბრალოდ სახელმწიფო მძიმე სიტუაციაში იდგა და რაღაცები აღარ გავაკეთე. ვინც „ოცნებას“ უჭერდა მხარს, გახარიას რატომ უნდა მისცეს ხმა. გადახედეთ, ვინ უდგას გვერდით. ან სრული „ლოკდაუნი“ გინდათ? თუ გინდათ, სხვასაც შეუძლია მაგის გაკეთება. რა აქვს გაკეთებული, სტრატეგია ჰქონდა სწორი?“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)