10:29 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-09 23:08:57, 938 ნახვა

სამართალი
იუსტიციის მინისტრი სახელმწიფო ინსპექტორს შეხვდა

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს ექნება შეუზღუდავი მანდატი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისათვის პენიტენციურ დაწესებულებებში, - ამ და სხვა თემებზე იუსტიციის მინისტრმა და სახელმწიფო ინსპექტორმა დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. მხარეები მომავალი თანამშრომლობის საკითხზე შეთანხმდნენ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, იუსტიციის სამინისტრო სახელმწიფო ინსპექტორის აპარატთან მჭიდროდ ითანამშრომლებს კანონშემოქმედებითი საქმიანობის მიმართულებით, დაიგეგმება ერთობლივი ტრენინგები ორი უწყების წარმომადგენლებისათვის, სადაც მხარეები ინფორმაციას გაცვლიან პერსონალური მონაცემების და მისი დაცვის მექანიზმების შესახებ. ერთობლივი აქტივობები განხორციელდება, აგრეთვე, პირადი ინფორმაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისათვის.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი და სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Reuters: შეერთებული შტატები მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა
WSJ: ტრამპს სურს, რომ კონგრესმა „გააუქმოს“ მისი პირველი ვადის იმპიჩმენტი
სეულის სასამართლომ სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რუსეთმა „ხოჭოების“ გამო სომხეთიდან ყველა სახის ბოსტნეულის, ხილისა და თხილის იმპორტი აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics