|
2021-06-09 11:43:26, 890 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია ბაგები-წყნეთის გზაზე დამეწყრილი უბნის გამაგრების მიზნით საყრდენი კედლის მოწყობას იწყებს
დედაქალაქის მერია ბაგები-წყნეთის გზაზე დამეწყრილი უბნის საყრდენი კედლით გამაგრების სამუშაოებს იწყებს. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა. თბილისის მერის თქმით, აღნიშნულ მონაკვეთზე 80 მეტრი სიგრძის და 5 მეტრი სიმაღლის ხიმინჯოვანი რკინა-ბეტონის კედელი მოეწყობა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, აღნიშნული სამუშაოები გზის კონკრეტულ მონაკვეთზე გადაადგილებას მაქსიმალურად უსაფრთხოს გახდის. „თქვენ იცით, რომ მიმდინარე წლის მარტში, ბაგები-წყნეთის გზაზე, კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში მეწყრული ზონა გამოვლინდა, რის გამოც საჭირო გახდა პრევენციული ზომების მიღება. ამ მონაკვეთში, უსაფრთხოების მიზნით, გადაუდებელი წესით ჩატარდა შესაბამისი სამუშაოები, რომ მაქსიმალურად უსაფრთხო ყოფილიყო გადაადგილება. მომდევნო ეტაპზე დამეწყრილი ფერდის საფუძვლიანი გამაგრებისთვის ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ტენდერი, გვყავს გამარჯვებული კომპანია, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება და სამი თვის ვადაში დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)