|
2021-06-09 11:36:58, 919 ნახვა
საზოგადოება
9 ივნისი არქივების საერთაშორისო დღეა
9 ივნისი არქივების საერთაშორისო დღეა. თარიღის აღნიშვნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივიც უერთდება და საზოგადოებას დღის განმავლობაში ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ორ ონლაინღონისძიებას სთავაზობს. 12:00 საათზე ვიდეოპრეზენტაციის საშუალებით სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელი ქეთევან ასათიანი ეროვნული არქივის ბოლო პერიოდის გამოცემებს წარადგენს. 17:00 საათზე კი საარქივო ფილმის „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი" ონლაინჩვენება გაიმართება. დოკუმენტური ფილმი ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ 1985 წელს რეჟისორმა რეზო თაბუკაშვილმა გადაიღო. ონლაინჩვენება1 საათსა და 6 წუთს გაგრძელდება. არქივების საერთაშორისო დღედ 9 ივნისი 2007 წელს არქივების საერთაშორისო საბჭომ დააწესა (ICA). თარიღი უკავშირდება 1948 წლის 9 ივნისს, როდესაც გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) არქივების საერთაშორისო საბჭო დააარსა. საქართველოს ეროვნული არქივი წლებია ამ თარიღს საზეიმოდ აღნიშნავს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)