|
2021-06-08 17:35:18, 724 ნახვა
საზოგადოება
მეხანძრე-მაშველებმა მდინარე ცხენისწყლის ნაპირზე ჩარჩენილი დაშავებული მოქალაქე უსაფრთო ადგილზე გამოიყვანეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112" -ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ლენტეხში, ლათქარიას მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე ცხენისწყლის ნაპირზე იმყოფებოდა დაშავებული მოქალაქე, რომელიც ვერ ახერხებდა გადაადგილებას და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მოქალაქე მეორე ნაპირზე ბაგირის საშუალებით ცდილობდა გადასვლას, რა დროსაც, ბაგირი გაწყდა და მამაკაცი წყალში ჩავარდა. შემთხვევის შედეგად, მას ქვედა კიდური დაუზიანდა, თუმცა მეორე ნაპირზე დამოუკიდებლად ასვლა მაინც მოახერხა. შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა. მეხანძრე-მაშველებმა მდინარე ცხენისწყლის ნაპირზე ჩარჩენილი დაშავებული მოქალაქე უსაფრთო ადგილზე გამოიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)