|
2021-06-08 17:33:43, 1250 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე: გულწრფელი მადლობა ყველას, ვინც წლების მანძილზე იბრძოდა თბილისის რეკრეაციული სივრცეების გადასარჩენად
თბილისის მერი კახა კალაძე მადლობას უხდის არასამთავრობო სექტორის ყველა იმ წარმომადგენელს და სამოქალაქო აქტივისტს, რომელიც დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რეკრეაციული სივრცეების შენარჩუნებისთვის იბრძოდა. ამის შესახებ კალაძემ თბილისის ეკოლოგიური პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. „მერიის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, თბილისში გარემოს დაცვის პროცესში ჩართულები იყვნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. მინდა, მათ გულწრფელი მადლობა გადავუხადო ამ მხარდაჭერისთვის. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც წლების განმავლობაში წვიმაში, თოვლსა და ქარში რეკრეაციული სივრცეების გადასარჩენად იბრძოდა. გვახსოვს ასეთი შემთხვევები. გვაქვს კონკრეტული არეალები ქალაქში - ვაკის პარკი, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია, ანბანის სკვერი და სხვა, რომლებიც ამ ადამიანების ჩართულობით, მათი პროტესტის შედეგად გადარჩა. კიდევ ერთხელ, გულწრფელი მადლობა მათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)