|
2021-06-08 11:51:35, 964 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზამ“ ორი თბომავალი შეაკეთა
„საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო გადაზიდვების ფილიალმა ორი ერთეული სამანევრო ლოკომოტივის კაპიტალური შეკეთება განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ლოკომოტივებს ყველა ის ძირითადი კვანძი და დეტალი შეეცვალათ, რაც წევის ძალის მაქსიმალურად გამოყენების შესაძლებლობას უზრუნველყოფს. მოდერნიზების თვალსაზრისით კი, თბომავლებს ისეთი თანამედროვე სისტემები დაუმონტაჟდათ, რაც ლოკომოტივების მუშაობის ეფექტურობასა და უსაფრთხოების გარანტიებს გაზრდის. „დამონტაჟდა „HEINZMANN“-ის დიზელ-გენერატორის მიკროპროცესორული მართვის სისტემა, რომელიც ცილინდრების მუშაობას არეგულირებს და საწვავის ეკონომიას უზრუნველყოფს, თანამედროვე სტანდარტების ავტომატური სალოკომოტივო სიგნალიზაცია და ელექტრული სიჩქარმზომი, მონაცემების მეხსიერების ბარათზე ჩაწერის ფუნქციით,საწვავის ხარჯის და დიზელის პარამეტრების კონტროლის სისტემა, თანამედროვე ტიპის ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)