|
2021-06-06 18:14:21, 579 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქოს იურისტი ნინოწმინდაზე - არასამთავრობოებს გაუწიეს ანგარიში, ბევრი ხმაური რომ არ აეტეხათ
არასამთავრობოებს გაუწიეს ანგარიში, ბევრი ხმაური რომ არ აეტეხათ, - ასე ეხმაურება საქართველოს საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა სასამართლოს დროებით განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, ნინოწმინდის პანსიონი ბავშვების ნაწილმა უნდა დატოვოს. მისივე თქმით, ეს იყო ნაჩქარევი გადაწყვეტილება და შესაბამის დასკვნებს უნდა დალოდებოდნენ. „ჩვენ მათ შეფასებას უნდა დავლოდებოდით, და შემდგომ მიგვეღო გადაწყვეტილება. ამიტომაც მიგვაჩნია, რომ ეს იყო ცალმხრივად, ნაჩქარევად მიღებული წინასწარი დროებითი ღონისძიება, ანუ უზრუნველყოფის ღონისძიება იმ შშმ პირების გაყვანასთან დაკავშირებით. ჯერ შეესწავლათ კომპეტენტურ ორგანოებს, დაედოთ შესაბამისი დასკვნები და მიღებულიყო გადაწყვეტილება, ვინაიდან დაუყოვნებლივ გაყვანის აუცილებლობა თუ დადგებოდა, თვითონ სახელმწიფო სტრუქტურა მიიღებდა ამის შესახებ გადაწყვეტილებას. მიმაჩნია, რომ ეს იყო უბრალოდ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის რაღაც ანგარიშის გაწევა ცალმხრივად, იმისათვის, რომ მათ ბევრი ხმაური არ აეტეხათ“, - აცხადებს ედიშერ ქარჩავა ტელეკომპანია „იმედთან“ სატელეფონო ინტერვიუში. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ 11 ბავშვი გაიყვანა, მათ შორის 1 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)