|
2021-06-03 13:18:55, 1308 ნახვა
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში "ენმ-ს" თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, ბრალდებული ნიკა მელია სხდომას არ ესწრება, ხოლო დღევანდელი პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებებით გაგრძელდება. ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი აცხადებს,რომ ბრალდების მხარე მათ წინასწარ მტკიცებულებების და მოწმეების დაკითხვასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ აწვდის. "მოსამართლის მითითებისა და შეთანხმების მიუხედავად, რომ მ ფორმატით უნდა გვემუშავა, დღემდე ბრალდების მხარე ცოცხალი თავით არ ამხელს იმ მოწმეების ვინაობას, რომელი მოწმეებიც უნდა დაგვეკითხა დღეს. საერთოდ, მტკიცებულებებს არ ასაჯაროებენ. ეს არის საკმაოდ უცნაური, ვერ აიხსნება ის შიშები, თუ რატომ არ უნდა გახდეს ცნობილი მხარისთვის, რა ფორმატით ვმუშაობთ. შესაბამისად, დღეს პროცესი გაგრძელდება და ვნახავთ, რა იქნება, ჩვენს პოზიციას პროცესზე დავაფიქსირებთ. მე, ერთადერთი ვხსნი იმით, რომ უმეტესობა მოწმეები არიან ძალოვანი სტრუქტურიდან, ერთმნიშვნელოვნად იძლევიან ცრუ ჩვენებებს და არ უნდათ, წინასწარ საჯარო გახდეს მათი ვინაობა, ეშინიათ მოწმეთა დისკრედიტაციის“, - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, ედება, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)