16:34 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-02 20:58:50, 1013 ნახვა

მსოფლიო
აშშ-მა ბულგარეთის სამი მოქალაქე და 64 კომპანია „შავ სიაში“ შეიყვანა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბულგარეთის სამი მოქალაქე და 64 კომპანია კორუფციის ბრალდებით „შავ სიაში“ შეიყვანა.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, სანქციები დაუწესდა ოლიგარქ ვასილ კრუმოვ ბოჟკოვს, ყოფილ პარლამენტარს, დელიან სლავჩევ პეევსკის და ყოფილ მაღალჩინოსანს, ილკო დიმიტროვ ჟელიაზკოვს.

„კორუფცია არა მხოლოდ ართმევს მოქალაქეებს რესურსებს, არამედ მას შეუძლია, ძირი გამოუთხაროს ინსტიტუტებს, რომლებიც მოქალაქეების დასაცავად არის შექმნილი. მაგნიტსკის გლობალური სასანქციო პროგრამის ფარგლებში მიღებული ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ჩვენ მოწოდებულნი ვართ, ვებრძოლოთ კორუფციას, სადაც არ უნდა იყოს ის“, - ნათქვამია სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის დირექტორის, ანდრეა გაკის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics