22:26 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-31 13:30:32, 419 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გომელაური: სამინისტროში მიმდინარე რეფორმების პროცესში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების - ევროკავშირისა და აშშ-ის მხარდაჭერას

„მინდა ქართული პოლიციის სახელით განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სამინისტროს მხარდაჭერისთვის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“, - ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის დღესთან დაკავშირებით თბილისში მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას და მათ სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

„დღევანდელ ღონისძიებას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ესწრებიან. მინდა მათ ქართული პოლიციის სახელით განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სამინისტროს მხარდაჭერისთვის, ქართული პოლიციის  განვითარებაში შეტანილი წვლილისა და პანდემიის პერიოდში ჩვენთვის აღმოჩენილი უმნიშვნელოვანესი დახმარებისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმატებით განაგრძობს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

როგორც ნატოს საიმედო პარტნიორი, საქართველო აქტიურად არის ჩართული შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის წარმატებით განხორციელების მიზნით გაღრმავდა თანამშრომლობა ევროპული საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოსთან.

ევროპარლამენტის რეზოლუციით, დადებითად შეფასდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებებით.

სამინისტროში მიმდინარე რეფორმების პროცესში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების - ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას, რომლებიც წლების განმავლობაში ხელს უწყობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებას“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics