23:15 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-31 10:43:16, 516 ნახვა

საზოგადოება
დაქირავებით დასაქმებულთათვის მაისის თვის 200 ლარიანი კომპენსაცია უკვე გაიცა

სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, გრძელდება მოქალაქეების მიზნობრივი სოციალური დახმარების გაცემა, მათ შორის მოქალაქეებისთვის, რომლებმაც პანდემიის მე-2 ტალღის შედეგად დაკარგეს სამსახური.

უწყების ცნობით, დღეისათვის, მაისის თვის 200 ლარიანი დახმარება ჩაერიცხა 109 086 პირს, 21 817 200 ლარის ოდენობით.

„ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის განმავლობაში იანვრის თვის, საკომპენსაციო თანხა ჩაერიცხა 106 389 პირს, 21 277 800 ლარის ოდენობით; თებერვლის  -  140 029 პირს, 28 005 800 ლარის ოდენობით; მარტის - 130 683 პირს, 26 136 600 ლარის ოდენობით. რაც შეეხება აპრილის თვეს, 200 ლარიანი დახმარება დაერიცხა 120 496 პირს,  24 099 200 ლარის ოდენობით.

საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში, 2021 წლის იანვრიდან, დაქირავებით დასაქმებული უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ. ცნობისთვის, დარჩენილია მე-6 (ბოლო) თვის კომპენსაციის ჩარიცხვა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ივნისში მიიღებენ“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics