23:15 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-29 10:57:32, 636 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს მასშტაბით, სრულ დისტანციურ სწავლებაზე 50 სკოლა და 131 ცალკეული კლასია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, სრულ დისტანციურ სწავლებაზე 50 სკოლა და 131 ცალკეული კლასია.

უწყების ცნობით, 22-28 მაისის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,2 %-ს და მოსწავლეთა 0,04%-ს დაუდასტურდა.

„რაც შეეხება რისკის ჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, რომელთაც სწავლების დისტანციურ ფორმატზე გადასვლა ითხოვეს, მათი რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით არის 129.

ვირუსის გამოვლების შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები  გავრცელდება.

მკაცრად დაცული რეგულაციები, სამინისტროს მხრიდან მუდმივი მონიტორინგი, სკოლების მხრიდან გამოჩენილი სიფრთხილე, პედაგოგთა მუდმივი ტესტირება და ვაქცინაცია მიანიშნებს იმაზე, რომ  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2020-2021 სასწავლო წელი სკოლის შენობებში დასრულდება“, - აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics