18:00 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-28 22:14:52, 840 ნახვა

კომენტარი
ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, კერძო აუდიტი „რიონის ხეობის მცველების“ საფინანსო ხარჯებს შეისწავლის და გამოაყვენებს

ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, კერძო აუდიტი „რიონის ხეობის მცველების“ საფინანსო ხარჯებს შეისწავლის და გამოაყვენებს.

ამის შესახებ „რიონის ხეობის მცველმა“ გუმათის დასახლებაში აქციის ადგილზე განაცხადა.

მან ასევე მოუწოდა იმ პარტიებსა და პირებს, რომლებიც მათ დაფინანსებებზე ღიად საუბრობენ, გამოაქვეყნონ თავიანთი პარტიებისა და ორგანიზაციების დაფინანსებებიც.

„როდესაც ამდენი ამდამიანი ვდგავართ, უჩნდებათ განცდა, რომ შეიძლება შედეგი არ მოჰყვეს. წარმოიდგინეთ როდესაც 5 ვიყავით ჩვენ, მაშინ ითქვა, ეს მაკას პოზიცია იყო, რომ ჩვენ მთავარია ვიყოთ ღმერთის წინაშე მართალი, როცა შეგვეკითხებიან ჩვენი მომავალი თაობები რას აკეთებდით თქვენ, როდესაც ესეთი რამ ხდებოდა, ჩვენ ვიქნებოდით პირნათელი ყველანაირად, მიუხედავათ იმისა მოვიპოვებთ თუ არა ჩვენ გამარჯვებას.

რაც შეეხება ჩვენს ხარჯებსა და ბიუჯეტს, რაზეც ღიად საუბრობენ, ვიტყვი, რომ ჩვენი ემიგრანტების დიდი ჩართულობაა ამ ბრძოლაში, ასევე აქ მყოფი ადამიანების პირადი ფინანსებითაც ძალიან ბევრი საქმე კეთდება და ეს არის ალბათ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა.

ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ დავიქირავეთ აუდიტი, რომელიც შეისწავლის ყველა ხარჯსა და ფინანსებს, ეს მონაცემები კი გამოქვეყნდება ჩვენს „ფეისბუქ“ გვერდზე. ხოლო ის პოლიტიკური პარტიები და ტელევიზიები, რომლებიც ამ თემაზე ღიად საუბრობენ, მოვუწოდებ, რომ ყველამ გამოაქვეყნოს თავიანთი დაფინანსებები“ , - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics