|
2021-05-26 00:15:41, 750 ნახვა
სამართალი
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პროექტები დაამტკიცეს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის ხელმძღვანელობით, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მესამე სხდომა გაიმართა. სხდომაზე საკოორდინაციო საბჭოს წევრი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2021-2024 წლების სტრატეგიისა და 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის პროექტები დაამტკიცეს. სხდომას შინაგან საქმეთა სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით არსებული მდგომარეობა და გამოწვევები, ასევე, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის ანგარიში და სამომავლო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრა. „რეფორმის მიმართულებებიდან მინდა აღვნიშნო კრიმინალური პოლიციის რეფორმა. სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და სისტემაში დანერგვა მნიშვნელოვანია ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ასევე, სამინისტროს ინსტიტუციური განვითარებისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეფექტიანობის გაზრდა, საქმიანობის გაძლიერება, ორგანიზებულ დანაშაულთან საბრძოლველად ერთობლივი აქტივობების შემუშავება და შეთანხმება სწორედ ამ ფორმატში“, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევროკავშირის დელეგაციას და მათ მიერ დაფინანსებულ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ტექნიკური დახმარების პროექტის გუნდს წარმატებული კოორდინაციისა და მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
ბოჭორიშვილი სავიზო დიალოგზე: პოზიციები გავცვალეთ, ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება
კობახიძე: ნანუკა ჟორჟოლიანის წინ წამოწევაც ოპოზიციის უმძიმეს მდგომარეობაზე მეტყველებს
კობახიძე: ჩავკეტეთ შანტაჟის ყველა გზა, დარჩა თეორიული ინსტრუმენტი - ვიზალიბერალიზაცია
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)