|
2021-05-24 13:12:52, 401 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ სიჭინავამ კონტეინერების კონტროლის პროგრამის UNODC-ის შავი ზღვის რეგიონის კოორდინატორთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის - კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზურაბ სიჭინავამ UNODC - ის შავი ზღვის რეგიონის კოორდინატორთან ნაიდა შამილოვასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა პროგრამის მიმდინარეობა, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა, რომ პროგრამაში ჩართული ყველა უწყების (ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი) ერთობლივი, კოორდინირებული და აქტიური მუშაობა, პროგრამის წარმატებისთვის მნიშვნელოვანი პირობაა. აღსანიშნავია, რომ კონტეინერების კონტროლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საბაჟო რისკების მართვის სამმართველოს თანამშრომლები, მონაწილეობას მიიღებენ საჰაერო ტვირთების კონტროლის პრაქტიკულ სწავლებაში, რომელიც გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 25-28 მაისს, ქალაქ კიევში, საავიაციო უსაფრთხოების სასწავლო ცენტრში (ASTC) გაიმართება. ,,კონტეინერების კონტროლის პროგრამის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, რეგიონული მნიშვნელობის საერთო პროექტების განხორციელება, მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ სიჭინავამ. დიალოგის ფორმატში გამართულ შეხვედრას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია და კონტეინერების კონტროლის პროგრამის UNODC - ის შავი ზღვის რეგიონის კოორდინატორის ასისტენტი ვახტანგ ტარტარაშვილი ესწრებოდნენ.
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)