|
2021-05-24 12:05:50, 668 ნახვა
კომენტარი
ვარლამ გოლეთიანი - საკითხის ასე განხილვა, რომ ჩვენ ვართ „ვაი პატრიოტები“, პრემიერის არაადეკვატური შეფასებაა
საკითხის ასე განხილვა, რომ ჩვენ ვართ „ვაი პატრიოტები“, პრემიერის არაადეკვატური შეფასებაა, - ასე ეხმაურება „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარბიაშვილის განცხადებას. ვარლამ გოლეთიანი მოუწოდებს თბილისის მოსახლეობას, რომ შეუერთდნენ პროტესტს. „საკითხის ასე განხილვა და ამ მიმართულებით წაყვანა, რომ ჩვენ ვართ „ვაი პატრიოტები“, ჩვენ არ გვინდა ქვეყნის განვითარება ან 90-იანებში დაბრუნება ეს ვფიქრობ, რომ უბრალოდ არაადეკვატური შეფასებაა და ამაზე საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაქცია. რა გეგმაც გვქონდა გავყვებით ამ გეგმას, გამოვაცხადებთ, უბრალოდ გვინდა მოვუწოდოთ დედაქალაქის მოსახლეობას, რომ შემოგვიერთდნენ, რათა უფრო მეტი ვიყოთ“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)