|
2021-05-22 15:52:29, 611 ნახვა
საზოგადოება
საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ზურაბ სიჭინავა აშშ-ს საელჩოს ექსპორტის კონტროლის და საზღვრის უსაფრთხოების ოფისის რეგიონალურ ხელმძღვანელს შეხვდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი, ზურაბ სიჭინავა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ექსპორტის კონტროლის და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) ოფისის რეგიონალურ ხელმძღვანელს, როზი პეტროვს შეხვდა. მხარეებმა თანამშრომლობის კონკრეტული ასპექტები მიმოიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ საერთო პროექტების კოორდინირებული მართვა მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება. საბაჟო დეპარტამენტის უფროსის თქმით - ამერიკის შეერთებული შტატების ხალხს და მთავრობას აშშ-ს საელჩოს მეშვეობით, უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციის განვითარებაში. ,,კონტეინერების კონტროლის ერთობლივი პროგრამა ჩვენი უწყების მუდმივი მხარდამჭერია. თქვენი პროგრამისა და ევროკავშირის პარტნიორების დახმარებით ძირეულად შეიცვალა ექსპორტის კონტროლის სისტემა საქართველოში. ვსარგებლობ შემთხვევით და სამსახურის სახელით, უდიდეს მადლობას მოგახსენებთ თქვენ და თქვენ გუნდს, ასევე შეერთებული შტატების ხალხსა და მთავრობას ამ უპრეცენდენტო და სტრატეგიული მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა ზურაბ სიჭინავამ. გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) ერთობლივი პროექტის - კონტეინერების კონტროლის პროგრამაში ჩართულია ოთხი უწყება: ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი, საგამოძიებო სამსახური, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი. ერთობლივი პროგრამის მოქმედების არეალი მოიცავს საბაჟო გამშვებ პუნქტებს, გაფორმების ეკონომიკურ ზონებსა და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს. კონტეინერების კონტროლის პროგრამის მიზანია საერთაშორისო ტვირთების არალეგალური ბრუნვის აღკვეთა, საზღვარზე ნარკოტიკული ნივთიერებების აღმოჩენა, ასევე ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაცვა და პროგრამაში მონაწილე ქვეყნებს შორის, თანამშრომლობის ფარგლებში, ინფორმაციულ მონაცემთა ავტომატურ რეჟიმში გაცვლა. ორმხრივ ფორმატში გამართულ შეხვედრას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია ესწრებოდა.
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)