|
2021-05-20 14:23:05, 1570 ნახვა
საზოგადოება
იდეების კონკურსის GreenOvation მე-2 ეტაპი 25 მაისს დასრულდება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ერთობლივი ინიციატივით დაწყებული იდეების კონკურსი „GreenOvation” (Green Innovation Challenge) გრძელდება. კონკურსის მიზანია, გამოვლინდეს სატყეო სექტორში არსებული მთავარი გამოწვევები და, მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობისთვის, მოიძებნოს მათი ინოვაციური და ეკომეგობრული გადაჭრის გზები. 25 მაისს, კონკურსის მეორე ეტაპი - პირველ ეტაპზე შერჩეული გამოწვევების გადაჭრის გზების წარდგენა დასრულდება. კონკურსის პირველ ეტაპზე წარდგენილი განაცხადები ასახავდა ერთი მხრივ, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში - საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში აქტუალურ საკითხებს, ხოლო მეორე მხრივ, მოქალაქეებისა თუ ორგანიზაციების ენთუზიაზმს, აქტიურად ჩაერთონ მნიშვნელოვანი პრობლემების გარემოსადმი მეგობრული, მწვანე და ინოვაციური ხედვითა და მეთოდებით მოგვარების პროცესში. კონკურსის „GreenOvation” პირველ ეტაპზე შეირჩა 9 გამოწვევა, რომელთა შესახებაც ინფორმაცი განთავსებულია ვებგვერდზე: 25 მაისამდე, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს კონკურსის მეორე ეტაპში და წარმოადგინოს შერჩეული 9 გამოწვევის მწვანე და ინოვაციური გადაწყვეტის გზები. კონკურსის ფარგლებში, გამოვლინდება 9 გამარჯვებული - 3 გამარჯვებული თითო ქვეყნიდან (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი), რომლებსაც, პროექტების განსახორციელებლად, გრანტის სახით გადაეცემათ თანხა 10 000 ევრომდე ოდენობით, წარმოდგენილი პროექტის ბიუჯეტის შესაბამისად. იდეების კონკურსი „GreenOvation” საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში გარემოსდაცვითი პროგრამის „ბუნებრივი რესურსების მართვა და ეკოსისტემური მომსახურებებით უზრუნველყოფა სოფლად მდგრადი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში" (ECOserve) ფარგლებში ტარდება.
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)