|
2021-05-17 15:07:26, 473 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავა - ტურიზმის სექტორის ვაქცინაციის დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მთელმა მსოფლიომ იცოდეს, რომ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრია უსაფრთხოა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია, რომ გავაძლიეროთ ტურიზმის აღდგენის ტენდენცია, რომელიც უკვე სახეზეა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, პრაქტიკულად ყოველკვირეულად შემოდის განაცხადები ახალი ფრენების დაწყებაზე ან უკვე არსებული რეისების განახლებაზე „ძალიან კარგად დაიტვირთა ახალგარემონტებული და გაფართოებული ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, სადაც რამდენიმე ახალი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია და ძველი, სტრატეგიული პარტნიორი ავიაკომპანიები იწყებენ პერიოდულ ფრენებს. ასევე მალე ქუთაისის განახლებული აეროპორტი სრული მასშტაბით ამოქმედდება და იქაც გვაქვს განაცხადები სხვადასხვა ავიაკომპანიების, ყოველკვირეულმა ფრენებმა მოიმატა თბილისის საერთაშორისო აეროპორტშიც", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისი თქმით, იზრდება ტურისტების ორგანიზებული ჯგუფების შემოსვლაც, რასაც მნიშნელოვნად შეუწყო ხელი ვაქცინაციის ნუსხაში ტურიზმის სექტორის პრიორიტეტად შეყვანამ. „დღეის მონაცემებით, უკვე 2000-მდე მოთხოვნაა რეგისტრირებული ტურიზმის ადმინისტრაციის სისტემაში, რომელიც გადავეცით ჯანდაცვის სამინისტროს. უკვე ამ კვირიდან ტურიზმის სექტორში დასაქმებულების ორგანიზებული ვაქცინაცია დაიწყება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა მთელმა მსოფლიომ იცოდეს, რომ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრია უსაფრთხოა. ამასთან, ეს არის დღევანდელობის მოთხოვნა. როდესაც ტურისტი შემოდის, უკვე კითხულობს, რამდენად არის დაცული ყველა რეგულაცია მის მასპინძელ ობიექტში. ის ფაქტი, რომ მას სასტუმროს ვაქცინირებული პერსონალი, ვაქცინირებული გიდი დახვდება, ერთი ათად ზრდის ჩვენი ტურისტული ბაზრის მიმზიდველობას", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)