10:39 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-17 14:54:01, 354 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს მატიანეს“ მონუმენტის მომიჯნავე ფერდობებზე 10 765 ნერგი ირგვება

ურბანული ტყის აღდგენის პროექტის ფარგლებში, თბილისის ზღვის მიმდებარედ, „საქართველოს მატიანეს“ მონუმენტის მომიჯნავე ფერდობებზე თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური 10 765 ნერგს რგავს.

სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დღეს ადგილზე გაეცნო.

„ამ პროექტის ფარგლებში უკვე დაახლოებით, 6.6 ჰექტარი ტყე აღდგა. ტერიტორიაზე 10 000-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ხე ირგვება, ასევე, ეწყობა სარწყავი სისტემა, რათა ნერგების გახარებისა და ზრდისთვის ყველა პირობა იყოს შექმნილი“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.

ტერიტორიაზე ჯამში, არანაკლებ 1,5 მეტრი სიმაღლის სხვადასხვა სახეობის ხე ირგვება. კერძოდ, 2153 ძირი მინდვრის ნეკერჩხალი, 2153 ძირი კავკასიური აკაკი, 2153 ძირი ჩვეულებრივი იფანი, 2153 ძირი ჰიმალაის კედარი, 1077 ძირი ჩვეულებრივი ნუში და 1076 ძირი თრიმლი. რგვისა და სარწყავი სისტემა მოწყობის პარალელურად, ადგილზე განოყიერებული მიწის შეტანის სამუშაოც მიმდინარეობს. ამასთან, ახლადდარგული მცენარეების დაცვის მიზნით,  ტერიტორიის შემოღობვაც იგეგმება.

გამწვანების აქციაში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე და თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე გიორგი დოხტურიშვილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics