21:17 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-15 15:01:26, 749 ნახვა

კომენტარი
ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე - მოკრძალებული ბოდიში მაინც უნდა მოიხადონ თამარ ჟვანიას, როგორც ადამიანის დემონიზაციისა და ბულინგის გამო

მოკრძალებული ბოდიში მაინც უნდა მოიხადონ ე.წ. გაყალბებული არჩვენებისა და თამარ ჟვანიას, როგორც ადამიანის დემონიზაციის გამო, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციის მიერ თამარ ჟვანიას მიმართ გაკეთებულ კომენტარებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ცესკოს“ თავმჯდომარე ოპოზიციის მხრიდან ბულინგის მსხვერპლია.

„იმ აღვირახსნილი კამპანიის შემდეგ, რაც ოპოზიციამ თამარ ჟვანიას წინააღმდეგ აწარმოა, თან განსაკუთრებით აქტიურობდნენ ის ოპოზიციონერები, რომლებიც გაყალბებული არჩევნების შემოქმედნი იყვნენ, სულ მცირე მორალური უფლება რომ მოიპოვონ თამარ ჟვანიას მომავალზე საუბრისთვის, მოკრძალებული ბოდიში მაინც უნდა მოიხადონ ე.წ. გაყალბებული არჩვენებისა და თამარ ჟვანიას, როგორც ადამიანის დემონიზაციისა და ბულინგის გამო“,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics