|
2021-05-14 10:39:51, 764 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა სააგენტო დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით თბილისსა და ქუთაისში ბინებს შეისყიდის
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, თბილისსა და ქუთაისში ბინებს შეისყიდის. საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელმა კომისიამ კონკურსში მონაწილე სამშენებლო კომპანიებისთვის სპეციალური კრიტერიუმები დაადგინა. საკონკურსო პირობების თანახმად, სააგენტო საცხოვრებელ ფართებს, საორიენტაციოდ 24 თვის ვადაში ჩაიბარებს. მიმდინარე წელს, მენაშენეების პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების შესყიდვის მიზნით დევნილთა სააგენტოს ბიუჯეტიდან 25 მილიონი ლარი გამოიყო. მენაშენეების საკონკურსო წინადადების მიღება 13 მაისს დაიწყო და 13 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სამშენებლო კომპანიებმა წინადადებები დევნილთა სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში უნდა წარადგინონ:
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ დევნილთა სააგენტოს ვებგვერდზე www.idp.gov.ge
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
ყაველაშვილი დოჰაშია, სადაც კატარის სახელმწიფოს ემირს შეხვდება და ყოფილი ემირის გარდაცვალებას მიუსამძიმრებს
შსს: ნარკოდანაშაულისთვის 121 ადამიანი დავაკავეთ, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები
სახელმწიფოს ქონების ქურდობისთვის დაკავებული ლევან გამრეკელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)