|
2021-05-05 23:07:52, 1098 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელიც აცხადებს, რომ მზადაა, ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებული ვაქცინირებული თანამშრომლებით უმასპინძლოს
ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტურიზმის სექტორში მომუშავე ასოციაციების და სასტუმროების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იქნა აღნიშნულ სექტორში დასაქმებულთა ორგანიზებული ვაქცინაციის შესაძლებლობები და დარგის წინაშე არსებული სხვა გამოწვევები. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელიც აცხადებს, რომ ტურისტული ინდუსტრია იქნება ყველაზე მეტად უსაფრთხო და მზად არის, ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებული ვაქცინირებული თანამშრომლებით უმასპინძლოს საერთაშორისო ტურისტებს „დღეს გვქონდა პირველი, ტექნიკური სამუშაო ხასიათის შეხვედრა. ვისაუბრეთ, როგორ წარვმართოთ ეს პროცედურა სწრაფად, როგორ იყოს ის მეტად კომფორტული და ოპერატიული, ვინაიდან ტურისტული სეზონი უკვე დაწყებულია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე იმ სასტუმროებსა და რესტორნებს, რომელთა თანამშრომლების უმრავლესი ნაწილი იქნება ვაქცინირებული,უკვე ვთავაზობთ ისეთ სარგებელს, როგორიცაა საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიაში მონაწილეობა ჩვენი ძალებით. ეს ნიშნავს, რომ თითოეული ასეთი ობიექტის შესახებ ინფორმაცია ძალიან ფართოდ იქნება მსოფლიოში გავრცელებული, ვინაიდან საერთაშორისო ტურისტები ეძებენ სწორედ ისეთ ქვეყნებს, სადაც ტურისტული, სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია უსაფრთხოა და საქართველო სწორედ ასეთი ქვეყანა იქნება და ამის შესახებ ყველა შეიტყობს", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ტურიზმის ინდუსტრიამ გამოავლინა მზადყოფნა და ბევრმა დამსწრემ, სასტუმრომ თუ რესტორანმა გაიზიარა თანამშრომლების ნებაყოფლობითი ვაქცინაციის ინიციატივა. „ძალიან საინტერესო იდეები მოვისმინეთ. წამოვიდა წინადადება, შეიძლება თუ არა გავრცელდეს ეს პრიორიტეტული ვაქცინაცია არამარტო თანამშრომლებზე, არამედ სურვილის შემთხვევაში მათი ოჯახის წევრებზეც და ჩვენ ამ თვალსაზრისით აღვუთქვით დახმარება. ასევე აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა და იმ რეგიონებში, უშუალოდ ამ ობიექტების მახლობლად იქნება ძალიან მაღალ დონეზე მოწყობილი ვაქცინაციის ცენტრები, რა თქმა უნდა, ძალიან უსაფრთხო, ძალიან კვალიფიციური პერსონალის დახმარებით", - აღნიშნა ნათია თურნავამ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)