2021-05-05 12:14:41, 2036 ნახვა
ომი უკრაინაში
5 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 47 949 პირია აცრილი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 5 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 47 949 პირია აცრილი.
NCDC-ის ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, გასულ დღე-ღამეში 2 564 პირმა ჩაიტარა. სრულად ვაქცინირებულია 7 009 ადამიანი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად მსურველები საიტ booking.moh.gov.ge-ს უნდა ეწვიონ ან დარეკონ ნომერზე 1522.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინით, კერძოდ, AstraZeneca-თი და Pfizer-ით აცრაა შესაძლებელი. კორონავირუსის საწინააღმდეგო აღნიშნული ვაქცინებით აცრა, როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომდგენლებს, ასევე 55-წელს ზემოთ მყოფ პირებსაც შეუძლიათ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,