17:44 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-29 13:25:57, 501 ნახვა

საზოგადოება
2021 წლის იანვარ-მარტში 1 931 სამშენებლო ნებართვა გაიცა, რომელთა 46.8% თბილისზე მოდის

საქსტატის ცნობით, ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-მარტში გაცემულია 1931 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15,5 პროცენტით ნაკლები) 1301,2 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15,4 პროცენტით ნაკლები).

მათივე მონაცემებით, ნებართვების 73,5 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 46,8 პროცენტი ქ. თბილისზე, 11,1 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8,8 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე და 6,8 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, 30,1 პროცენტი ქ. თბილისზე, 13,2 პროცენტი - კახეთის რეგიონზე, 13,2 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო 10,0 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე.

უწყების ცნობით, სულ, 2021 წლის იანვარ-მარტში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 341,9 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18,5 პროცენტით ნაკლები) 562 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16,1 პროცენტით მეტი).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics