|
2021-04-29 12:39:41, 482 ნახვა
საზოგადოება
ჯგუფური ძალადობა არ მომხდარა - „უცნობი“ ვახო სანაიაზე თავდამსხმელების გათავისუფლებას ითხოვს
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მომღერალი და მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელი, გია გაჩეჩილაძე (უცნობი) ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმაში ბრალდებულებს მხარდაჭერას უცხადებს. როგორც გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ვახო სანაიასი არ სჯერა, რადგან 25 თებერვალს ჯგუფური ძალადობა და თავდასხმა არ მომხდარა. „თქვენ რა იცით, რომ ესენი მოძალადეები არიან? არ არიან ჯერ გასამართლებულები, ბრალდება შეიძლება ნებისმიერი იყოს, მაგრამ სანამ განაჩენი არ გამოვა, არ არიან მოძალადეები. დარწმუნებული არ ვარ, ველოდები გამოძიებას. მანამდე ეს არის უდანაშაულობის პრეზუმფცია. არ შეიძლება ადამიანებზე ძახილი, რომ შენ ხარ მოძალადე. რადგან ტელევიზიები ამას აკეთებენ, ეს არის ძალიან ცუდი საქართველოში. ეს არის მსუბუქი მუხლი და მსუბუქ მუხლზე შეუძლიათ ადამიანებს, რომ გამოძიებას გარეთ დაელოდონ. იქ ჯგუფური ძალადობა და თავდასხმა არ მომხდარა. მე არ მჯერა ვახო სანაიასი, ჩემი შინაგანი სიმართლის მჯერა და დამაცადეთ, რომ გამოძიება მივიდეს ბოლომდე“, - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ. შეგახსენებთ, რომ ვახო სანაიასა და მის ოჯახს თავს 25 თებერვალს, გამთენიისას დაესხნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ.
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)