18:58 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-28 13:58:25, 477 ნახვა

საზოგადოება
„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით არასამთავრობო სექტორთან დიალოგის პროცესში ევროკავშირის ენერგოგაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი ჩაერთვება

ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებმა ევროკავშირის ენერგეტიკულ გაერთიანებას ნამახვანჰესის შესახებ დისკუსიაში ჩართვის მიზნით წერილით მიმართეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, მთავრობის გადაწყვეტილებით, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით არასამთავრობო სექტორთან დიალოგის პროცესში ევროკავშირის ენერგოგაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი ჩაერთვება.

მათივე ცნობით, აღნიშნული ორგანიზაციისადმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების ერთობლივი წერილის თანახმად, ნამახვანი ჰესის პროექტთან დაკავშირებით არსებული დისკუსიის პროცესში ნეიტრალური მხარის, ენერგეტიკული გაერთიანების შუამავლობა სასარგებლო იქნება ნდობის განმტკიცებისთვის, ასევე დისკუსიის პროცესის სწორად და საქმიანად წარმართვისთვის.

„მადლიერი ვიქნებით თქვენი, როგორც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის თავმჯდომარის, მიერ აღნიშნული პროცესით დაინტერესებითა და პერსონალური ჩართულობით, რომლის დროსაც შედგება კომუნიკაცია როგორც მთავრობის, ასევე ნამახვანი ჰესის პროექტის მოწინააღმდეგე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის“, - ნათქვამია წერილში.

წერილის მიხედვით, მთავრობა მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს ყველა  დოკუმენტის, კვლევისა და პროცედურის (მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის) შესწავლა ევროკავშირის კანონმდებლობისა და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად. ასევე შესაძლებელი იქნება მრავალმხრივი დისკუსიების ორგანიზება, რათა გამოვლინდეს და განხილული იქნას ყველა ლეგიტიმური კითხვა. 

„საქართველოს მთავრობა მტკიცედ ემხრობა ენერგეტიკის სექტორში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლისა და დეკარბონიზაციის პოლიტიკას განახლებადი ენერგიის წყაროების პოტენციალის შემდგომი განვითარების გზით. ჩვენ, როგორც ენერგეტიკული თანამეგობრობის წევრი ქვეყანა, ამას გავაკეთებთ, როგორც ევროსაბჭოს კანონმდებლობის, ასევე გარემოს დაცვის, უსაფრთხოების, გამჭვირვალობისა და ინკლუზიურობის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად. საქართველოში, ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად,  განახლებადი ენერგიის პროექტები მწვავე დისკუსიის საგანი გახდა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან. ამიტომ, მთავრობა მიზნად ისახავს, გამონახოს ბალანსი განახლებადი ენერგიის პოპულარიზაციასა და შესაძლო დამატებით ღონისძიებებს შორის“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics