21:12 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-24 11:26:10, 807 ნახვა

საზოგადოება
სამოქალაქო აქტივისტის ინფორმაციით, გუშინ ღამით, კიდევ ერთ ლესბოსელ წყვილს დაესხნენ თავს

სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანის ინფორმაციით, გუშინ ღამით, კიდევ ერთ ლესბოსელ წყვილს დაესხნენ თავს.

როგორც ანა სუბელიანი სოციალურ ქსელში წერს, ლესბოსელ წყვილს თავს სახლის მეპატრონე დაესხა, რომელმაც ერთ-ერთი გოგოს გონების დაკარგვამდე სცემა.

„გუშინ ღამე კიდევ ერთ ლესბოსელ წყვილს დაესხა თავს უკვე სახლის მეპატრონე. ერთი გოგო გონების დაკარგვამდე უცემია (მეორე ყელშ დუაჭრია მეთქი მეწერა სა არ აღმოჩნდა ეგ მართალი, არასწორად მოვიდა ეგ ინფო საბედნიეროდ). გაგიჟებული ვარ ხალხო, რამე გავაკეთოთ! ადვოკატიც კი ვერ იშოვეს ღამე, ან საშვი არ აქვთ, ან ძინავთ. რა გახდა ერთი ღამის მორიგე ადვოკატის გამოყოფა სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციებისთვის? პოლიციაში როგორ უგულოდ ექცევიან მსხვერპლებს, ეგეც ვიცით და კიდევ ერთხელ ვნახეთ და არიან სრულიად უპატრონოდ მიტოვებულები“, - წერს ანა სუბელიანი.

შეგახსენებთ, რომ ეს ლესბოსელ წყვილზე მომხდარი მეორე თავდასხმაა ბოლო ერთ კვირაში - რამდენიმე დღის წინ თავს დაესხნენ Tbilisi Pride-ის თანამშრომელსაც.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics