|
2021-04-21 20:18:05, 546 ნახვა
სამართალი
ხვალ საკონსტიტუციო სასამართლო ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და თამარ კორძაიას სადეპუტატო მანდატის არშეწყვეტის საქმეს განიხილავს
ხვალ საკონსტიტუციო სასამართლო ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და თამარ კორძაიას სადეპუტატო მანდატის არშეწყვეტის საქმეს განიხილავს. ამის შესახებ „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. „ხვალ 12.00 საათიდან უნდა ვამტკიცო რომ კობახიძის მონა არ ვარ. პარლამენტის წარმომდგენელმა უნდა მიმტკიცოს საპირისპირო. ჩემს ინტერესებს იცავს ეს არასამთავრობო, რისთვისაც დიდი მადლობა მას“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე. შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნების“ უმრავლესობამ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებები უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე არ დააკმაყოფილა. ზურაბ ჯაფარიძემ, ელენე ხოშტარიამ და თამარ კორძაიამ პარლამენტის შესაბამისი დადგენილება, როგორც არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)