|
2021-04-21 13:03:51, 645 ნახვა
სამართალი
ადვოკატი - ხელისუფლებას მოუწევს წინაპირობების და ყოველგვარი გამოსასყიდის გარეშე ნიკა მელიას გათავისუფლება
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის განცხადებით, ხელისუფლებას მოუწევს ის წინაპირობების და ყოველგვარი გამოსასყიდის გარეშე გაატავისუფლოს. როგორც გიორგი კონდახიშვილმა აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის მიუღებელია ამნისტიის კანონის იმდაგვარი განმარტება, სადაც თავისუფლებისთვის მებრძოლი პატრიოტები და მოძალადეები, ვინც ახალგაზრდებს თვალები დათხარეს, ერთ პლათფორმაში არიან განხილული. „ნიკა მელია, ხვალ იქნება , ერთი კვირის, თუ ერთი თვის შემდეგ, დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას თავაწეული და ხელისუფლებას მოუწევს წინაპირობების და ყოველგვარი გამოსასყიდის გარეშე მისი გათავისუფლება. რაც შეეხება ამნისტიის კანონს, ნიკას პოზიცია საჯაროდ ცნობილია, რომ მისთვის მიუღებელია ამნისტიის კანონის იმდაგვარი განმარტება, რომ თავისუფლებისთვის მებრძოლი პატრიოტები და მოძალადეები, ვინც ახალგაზრდებს თვალები დათხარეს, ერთ პლათფორმაში იყვნენ განხილული, თუმცა რა სამართლებრივ ინსტრუმენტს აირჩევს ხელისუფლება ეს მათი გადასაწყვეტია. მელიას პოზიცია ამის შესახებ საჯაროდაა ცნობილი“, - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას მხარდამჭერები რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულებით დაწესებულებასთან აქციას მართავენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)