|
2021-04-20 14:29:18, 425 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ცოფის გავრცელების რისკის შეფასება იწყება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ევროპის სურსათის უვნებლობის უზენაეს ორგანოსთან (EFSA) ერთად, საქართველოში ცოფის გავრცელების რისკის შეფასებას იწყებს. ცენტრის რისკის შეფასების სტრუქტურები, სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე, სასოფლო-სამეურნეო მნიშვნელობის გარეულ და მიუსაფარ ცხოველებში, ასევე, მიუსაფარ შინაურ ცხოველებში ცოფის გავრცელების რისკს შეისწავლიან. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) და “ერთი ჯანმრთელობის პოლიტიკის“ ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ერთობლივ პროექტს EFSA-სთან ერთად შეიმუშავებს. ვიდეო კონფერენციაზე, რისკის შეფასების სტრუქტურები EFSA-ს სამეცნიერო კოოპერაციის ოფიცერთან, სტილიანოს კოულოურისთან და ცხოველის სიჯანსაღის და კეთილდღეობის შემსწავლელი გუნდის ხელმძღვანელთან, აივის ვან დერ სტიდთან პროექტის მიზნებზე, ამ მიმართულებით მონაცემების შეგროვებასა და ურთიერთდახმარებაზე შეთანხმდნენ. პროექტის მიზანი საქართველოში ადამიანის და ცხოველის პოპულაციებში ცოფის ეფექტიანი კონტროლი და ცოფის ინტროდუცირების რისკების მინიმიზაციაა, რომელიც ევროკავშირთან შინაური და სხვა ცხოველების ექსპორტ-იმპორტის შედეგად შესაძლოა არსებობდეს.
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)