23:18 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-20 14:22:41, 395 ნახვა

საზოგადოება
გლდანში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება სრულდება

გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო სამუშაოებს აქტიურად განაგრძობს. პატარა ტბის დასახლებაში, წინამძღვრიშვილის ქუჩასა და მიმდებარე ჩიხებში გზის საფარის მოწესრიგება სრულდება.

სამუშაოების ფარგლებში, სანიაღვრე ქსელი დაახლოებით, 425 გრძივ მეტრზე მოეწყო. ასევე, გაკეთდა ბორდიური და საფეხმავლო ბილიკები, ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები კი, დაახლოებით, 4 500 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობზე მიმდინარეობს. პროექტისთვის 457 765 ლარია გათვალისწინებული.

პატარა ტბის დასახლებაში გამგეობამ მაისურაძის, ტიხონოვის, გულისაშვილის, მარჯანიშვილის, ბარათაშვილის ქუჩების, ინგუშეთის ჩიხისა და გასასვლელის გზის საფარის რეაბილიტაცია გასულ წლებში განახორციელა. წინამძღვრიშვილის ქუჩის მოწესრიგება კი, მიწისქვეშა კომუნიკაციების გაუმართაობის გამო ვერ ხორციელდებოდა. კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ გასულ წელს აღნიშნულ ქუჩაზე წყალარინების ქსელი შეიცვალა, რის შემდეგაც გლდანის გამგეობამ საგზაო სამუშაოები დაიწყო. 

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მიმდინარე პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი გაეცნო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics