|
2021-04-19 18:39:09, 640 ნახვა
სამართალი
სუს-ი - 2020 წელს ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ოკუპირებულ ცხინვალში 64, აფხაზეთში კი 13 პირი დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს პარლამენტს 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, რომელშიც შეჯამებულია უსაფრთხოების მიმართულებით ქვეყანის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევები. დოკუმენტის თანახმად, 2020 წელს საქართველოს წინაშე მდგარ საფრთხესა და გამოწვევას კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენდა. „2020 წლის განმავლობაში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონო დაკავების - 64, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით - 13 შემთხვევა იდენტიფიცირდება“, - აღნიშნულია ანგარიშში. ამასთანავე, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ დაკავებული მოქალაქეების დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების მოთხოვნა, მწვავედ დაისვა როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები ფარგლებში, ისე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე. გარდა ამისა, ანგარიშში წერია, რომ აქტიურად იყო გამოყენებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი“, რომელიც, განსაკუთრებით ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, კონკრეტული საკითხების გადასაწყვეტად ეფექტურ ინტრუმენტს წარმოადგენდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)