20:25 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-17 14:45:08, 604 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ არასრულწლოვანი გოგონების მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ორი არასრულწლოვანი გოგონას მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ფაქტზე თ.ს.-ს ბრალდება წარუდგინა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქარტველოს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ს.-მ  წინასწარი შეცნობით თოთხმეტი და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი გოგონების მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა.

„სამართალდამცველებმა თ.ს. 2021 წლის 15 აპრილს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ" ქვეპუნქტით და „ზ" ქვეპუნქტით  (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ და 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ნდონბის გამოყენებით ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
იოზვიაკი: ევროკავშირი საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის განახლებას აზრს ვერ ხედავს
ევროკომისიის სპიკერი: ტექნიკური დონის შეხვედრა იყო, ხელისუფლებას ანგარიში წარედგინება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics