|
2021-04-16 10:15:23, 507 ნახვა
საზოგადოება
NGO-ები „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით სამთავრობო უწყებებს, ინვესტორსა და პროტესტის მონაწილეებს მიმართავენ
არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები „ნამახვანჰესის“ გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. დოკუმენტი რომელსაც 33 ხელმომწერი ყავს ხაზს უსვამსრომ შექმნილი დაპირისპირება ეროვნული უსაფრთხოების რისკებს შეიცავს და ხელს აძლევს ქვეყნის არაკეთილმოსურნე ძალებს. მის შემდგომ ესკალაციას და პროექტის ძალისმიერი გზით გაგრძელებას, ან ძალისმიერ შეწყვეტას შეიძლება მოჰყვეს ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის, გამოუსწორებელი ზიანი. NGO-ები მიმართავენ სამთავრობო უწყებებს, ინვესტორსა და პროტესტის მონაწილეებს, იხმარონ ყველა ღონე და დაპირისპირება სამუშაო პროცესში გადაიყვანონ. ასევე მოუწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტებსა და საზოგადოების აქტიურ მონაწილეებს, შეიტანონ ამაში თავიანთი წვლილი. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ჩამოთვლილი 4 პუნქტი, რომელიც NGO-ების თქმით, აუცილებელია, რათა დიალოგი იყოს შედეგიანი. „მომზადდეს და შეთანხმდეს იალოგის მიზანი და პრცედურები, ჩამოყალიბდეს და პროექტის და ხელშეკრულების მიმართ არსებითი შეკითხვები, გაიმიჯნოს მცარი ინფორმაციისგან და გაეცეს დამაჯერებელი პასუხები. ასევე, პროცესში ჩაერთონ დამოუკდებელი კვალიფიციური ექსპერტები და ბოლოს, განხილვის პერიოდში გამოცხადდესსრული მორატორიუმი ჰესის მშნებელობაზე და ამავე დროს, შეწყდეს პროტესტი“, - აღნიშნულია განცხადებაში. არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა ასკვნის, რომ შექმნილი მდგომარეობა საფრთხეებთან ერთად შეიცავს უდიდეს შესაძლებლობას რომ შემცირდეს კორუფციული და არაკვალიფიციური გადაწყვეტილებების საფრთხეები. ასევე, გაძლიერდეს ქვეყნის სტრატეგიული შესაძლებლობები და დაჩქარდეს მისი წინსვლა. ცნობისთვის, აღნიშნულ განცხადებას 28 ორგანიზაცია და 5 ექსპერტი აწერს ხელს.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)