|
2021-04-14 18:46:10, 534 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიამ და პროექტმა „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ სახელმწიფო ენის დღე აღნიშნეს
თბილისის მერიამ და იუნესკოს პროექტმა „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ სახელმწიფო ენის დღე აღნიშნეს. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო. ღონისძიებათა სერია აერთიანებდა როგორც სალექციო და სამუშაო ხასიათის შეხვედრებს, ასევე, აქტივობებს ბავშვებისთვის. პატარებს ზღაპრები ცნობილმა მსახიობებმა წაუკითხეს, კითხვის შემდეგ კი, მოსმენილის შინაარსის განხილვა გაიმართა. მთავარ პანელურ დისკუსიაში 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების მონაწილე თამარ მახარობლიძემ, ნანა მაჭავარიანმა და გიორგი ალიბეგაშვილმა მაშინდელი პერიპეტიები გაიხსენეს. საუბარი შეეხო აქციების გამომწვევ მიზეზებს, სტუდენტების მობილიზების პროცესს, უცხოურ პრესაში გამოხმაურებას და სხვა მნიშვნელოვან ფაქტებს. დისკუსიის დაწყებამდე,წარმოდგენილი იყო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, რომლის გმირებმაც განსხვავებული პერსპექტივიდან შეაფასეს მაშინდელი მოვლენები და მათი გავლენა თანამედროვე საზოგადოებაზე. ღონისძიებაზე შემოქმედებითი წერის სპეციფიკის შესახებ ისაუბრეს მწერლებმა - თამთა მელაშვილმა და დათო გაბუნიამ, ხოლო რედაქტორმა ანა ჭაბაშვილმა და ლიტერატურის კრიტიკოსმა ლევან ბრეგაძემ ენის გათანამედროვების საკითხები მიმოიხილეს. პარალელურად მიმდინარეობდა სასწავლო შეხვედრები ბავშვებისა და მოზრდილებისთვის ილუსტრაციის, კალიგრაფიის, კომიქსის შექმნის ხელოვნების, ტიპოგრაფიისა და კვლევაზე მუშაობის საკითხებზე. „დღევანდელი ღონისძიება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარი,ქართული ენის შენარჩუნება და დაცვაა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც, მრავალი წლის წინ, ხმა აღიმაღლა და საბჭოთა კავშირის სურვილს წინ აღუდგა. ისინი რომ არა, ჩვენი ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი აღარ გვექნებოდა. მოხარული ვარ, რომ, ამ დღის მიმართ ინტერესიახალგაზრდა თაობაშიც ძლიერია, რაზეც დღევანდელ ღონისძიებაზე მათი დასწრებაც მოწმობს“, - განაცხადა თბილისის მერიის კულტურის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ. „გარდა იმისა, რომ საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას ვიხსენებთ, დღევანდელი ღონისძიება, იუნესკოს პროექტის - „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ერთგვარ ანონსსაც წარმოადგენს. 23 აპრილს, თბილისი ოფიციალურად გადმოიბარებს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს, რის შემდეგაც, მთელი წლის განმავლობაში, თბილისში, წიგნიერებასთან დაკავშირებული უამრავი პროექტი და ღონისძიება განხორციელდება“, - აღნიშნა „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორმა ნინია მაჭარაშვილმა. UNESCO-ს გადაწყვეტილებით, თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს 2021 წლის 23 აპრილიდან, ერთი წლის განმავლობაში ატარებს. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია საგანმანათლებლო, შემეცნებითი, ინფრასტრუქტურული, მასობრივი და საბავშვო პროექტების განხორციელება. პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება, ხოლო მისი გენერალური სპონსორია „საქართველოს ბანკი“. UNESCO WorldBookCapital (წიგნის მსოფლიო დედაქალაქი) ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2001 წელს UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. ის მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკებისა და გამომცემლების ხელშეწყობას.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)