01:33 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-08 20:18:38, 1566 ნახვა

მსოფლიო
აშშ-მა მიანმარს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიანმარს სანქციები დაუწესა.

ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს, მათივე ცნობით, ე.წ. შავ სიაში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ძვირფასი ქვების საწარმო მოხვდა.

დაწესებული სანქციების მიზეზად მოსახლეობის ნების უგულვებელყოფა სახელდება, რომელსაც სამხედრო გადატრიალების გზით მოსული ხელისუფლება არ ითვალისწინებს.

„ბირმის სამხედრო რეჟიმი განაგრძობს სასტიკ თავდასხმებს ბირმის ხალხზე.

აშშ-ის სამიზნე შემოსავლების წყაროა, რომლითაც ამ ძალადობის მხარდაჭერა ხორციელდება“, – წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციებზე შეიარაღებული ძალების ქმედებას ასობით მოქალაქე ეწირება. ბოლო 24 საათში კი  საპროტესტო აქციაზე 12 მოქალაქე მოკლეს და 20-ზე მეტმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics